ყარაბაღის თემა ევროპული გაერთიანების სამიტზე

გრანადაში ევროპის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ყარაბაღში ომის შემდეგ შექმნილი ვითარება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებაც იყო.

გეგმები მცირედით შეცვალა აზერბაიჯანის ბოიკოტმა, რომელიც სამიტს არ დაესწრო, თუმცა ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სწორედ ე.წ. რეჟიმმა გამოიწვია პანიკა ყარაბაღის ადგილობრივ მოსახლეობაში და აიძულა ისინი სომხეთში გადასულიყვნენ. ერევანი კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მკვეთრად უპასუხოს აზერბაიჯანის მხრიდან ძალის გამოყენების პრაქტიკას.