შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელეს და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას, რათა პროგრესი ისეთ საკითხებზე იქნას მიღწეული, როგორიც რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებია. მინისტრმა გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებაც დეტალურად გააცნო.