ყარაბაღის რეგიონში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

მთიანი ყარაბაღში ხან-ქენდი ასკერანის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ საწვავის საცავში მომხარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 290-მდე დაშავდა. ასევე დაკარგულად მიიჩნევა რამდენიმე პირი. გავრცელებული ცნობით, ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც, ტერიტორიაზე მრავალ ადამიანი იყო თავმოყრილი. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება ამ ეტაპზე უცნობია. 7 ადამიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა, 13 კი ადგილზევე დაიღუპა, დაშავებულთა ნაწილი სომხეთის საავადმყოფოებშიც გადაიყვანეს.