მთიანი ყარაბაღის ბედი

25 მაისს მოსკოვში და 1 ივნისს კიშინიოვში გამართული მოლაპარაკებების წინ ჩანდა, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის ყველა წინაღობა მოხსნილია. ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ გამოხატა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მზაობა ყოფილი აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში. ხოლო 2023 წლის მაისში მან მისი ფართობიც კი დააკონკრეტა, რაც ცხადია მოიცავს როგორც მთიან ყარაბაღს, ასევე სომხურ სოფელ-ანკლავებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რეზი ქოიავას ინტერვიუ

42° პარალელი