ყარაბაღიდან სომხეთში თითქმის სამი ათასამდე დევნილი ჩავიდა

ყარაბაღიდან სომხეთში თითქმის სამი ათასამდე დევნილი ჩავიდა. მიმდინარეობს სომხეთში იმ მოქალაქეების ტრანსპორტირება, რომელთაც მთიანი ყარაბაღის დატოვება მოინდომეს.

პირველი ჯგუფი, რომელიც სომხეთში ჩავიდა, 400 ადამიანისგან შედგებოდა. საგუშაგოზე წითელი ჯვრის მანქანებით მძიმედ დაშავებულებიც გადაიყვანეს. სომხეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 სექტემბერს, საღამოს 10 საათისთვის, ყარაბაღიდან სომხეთში ათასზე მეტი ლტოლვილი იყო ჩასული. დილის 6 საათისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 2 900-მდე გაიზარდა.