თავდაცვის სამინისტროს პროექტები და პრიორიტეტები - „ტერიტორიული რეზერვის პროგრამა“
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – „ტერიტორიული რეზერვის პროგრამა“, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო და პანდემიის შემდეგ გაგრძელდა. ამ პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა 18-დან 22 წლამდე სტუდენტებსა და 27-დან 51 წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
იმის მიუხედავად, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენი კოლეგა, „მოამბის“ კორესპონდენტი – გენო ოსიყმაშვილი რამდენიმე საპატიო მიზეზით გათავისუფლებული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, ის წელიწადზე მეტია, ტერიტორიულ რეზერვში გადის სწავლებას, ახლაც კრწანისის ბაზაზე იმყოფება და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.