როინ შავაძის მკვლელობის საქმე

 საქალაქო სასამართლოში როინ შავაძის საქმის განხილვა იწყება. 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების ბრალდების ეპიზოდზე იმსჯელებენ. პროცესზე სამ ექსპერტს დაკითხავენ.