„ჩვენი ჯარი“ - სამცხე-ჯავახეთში

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ახალგაზრდებს პროექტის მნიშვნელობაზე, თავდაცვის უწყების პრიორიტეტებსა და სამხედრო სამსახურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმებითა და სამხედრო კარიერული განვითარებით.