როინ შავაძის მკვლელობის საქმე

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილის საქმის განხილვა ნაფიცმა მსაჯულებმა დღეს დაიწყეს. ადვოკატების განცხადებით, დღეს პირველ სხდომაზე ტექნიკური საკითხები განიხილეს და სხდომა 21 თებერვლისთვის გადაიდო. ათი ბრალდებულიდან ორმა ნაფიცი მსაჯულები აირჩია. დანარჩენი ბრალდებულების საქმეს კი მოსამართლე იხილავს.

2008 წლის 16 აგვისტოს აჭარაში როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, შვიდი თვის წინ პროკურატურამ ათი პირი, მათ შორის აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი მისცა პასუხისგებაში. მიმდინარე კვირას კი საქმეზე კიდევ ორი ყოფილი სპეცრაზმელი დააკავეს.