თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ დაიწყო.
5-დღიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების შესახებ მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების მიმართულებით მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ქვედანაყოფების მეტ ჩართულობას თავდაცვის რესურსების მართვის პროცესში.
პროგრამა აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება.