საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა.
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან სამხედროები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გააგრძელებენ მსახურს. რეკრუტებს კურსის დამთავრება საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული მსახური უსურვა. რეკრუტთა მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს წარჩინების სერტიფიკატები და საპატიო სიგელები გადაეცათ.