თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საველე შეკრება

ქემბრიან პეტროლ 2023“-ში მონაწილეობის მისაღებად, თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე შეკრება გამართეს. ერთკვირიანი სწავლების მიზანი, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის დაზვერვის ქვედანაყოფების მომზადების დონის შემოწმება, საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო.

სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენენ, ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან და სამხედრო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.