თავდაცვის ახალი კოდექსი პლენარულ სხდომაზე სასესიო კვირაში გავა – პარლამენტში კანონპროექტის კორექტირება უკვე მოხდა. კოდექსის ახალი ვარიანტით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად რჩება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო მათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს.
ასევე, სიახლეა ისიც, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობა აღარ იქნება რელიგიური ორგანიზაციების წევრობა. როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, წვევამდელების გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინიტროს შეეძლება. თუმცა, აღნიშნული სიახლე 2025 წლიდან ამოქმედდება.
ახალ კოდექსთან დაკავშირებით განმარტებები დღეს თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა.
დეტალებით ხატია ჯამალაშვილი გვიერთდება.