თავდაცვის კოდექსის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო

თავდაცვის კოდექსის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღევანდელი რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ოპოზიციამ რეგისტრაცია მიზანმიმართულად არ გაიარა. მათი განცხადებით, ისინი ცვლილებების შინაარსს აპროტესტებენ და პროცედურულ ომს მიმართავენ. საპასუხოდ, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ დღეს მეორე კენჭისყრა არ ჩატარებულიყო, რადგან მათ კვორუმისთვის საჭირო 76 ხმა არ ჰყავდათ. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ დეპუტატების ნაწილი ფრანკოფონიის ღონისძიებაში მონაწილეობს, მეორე ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება.