არჩილ ტატუნაშვილი სასტიკი წამების შედეგად დაიღუპა.
ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების კარგად ცნობილ მიზეზს უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული კომისიური დასკვნაც ადასტურებს.
დოკუმენტი „მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა. მასში წერია, რომ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ბრალდებები დაუმძიმა. დასკვნა, საქმის სხვა მასალებთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნება.
ქეთი ქარდავა გიამბობთ.