ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ თბილისის მერიასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვალერი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მერიის წარმომადგენლებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს და ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი გრძელდება.
მისივე თქმით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით, გარკვეული შეთანხმებები მერიასთან შედგა.
ტაქსის მძღოლები 18 აპრილს საინფორმაციო აქციას გამართავენ და აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების დეტალებს გააცნობენ. მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.