ჩეხეთის განვითარების სააგენტო, საქართველოს, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისის განვითარებაში დაეხმარება. მხარეთა შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. მიზანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ამოქმედებაა. პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს აქტიურ, მრავალპროფილურ მზრუნველობას იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადებები მკურნალობას აღარ ექვემდებარება.