მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება

გადატვირთული რეანიმაციული განყოფილებები და გადაღლილი მედპერსონალი – მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის შეფასებით, ქვეყანას თერაპიულ განყოფილებაში პაციენტების განთავსების პრობლემა არ აქვს, თუმცა ინტენსიური მოვლის ბლოკები გადავსებულია. ამ დროისთვის მცხეთის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 150 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანი ჟანგბადდამოკიდებულია, მათი ნაწილის მდგომარეობა კი კრიტიკულად ფასდება, მძიმე პაციენტებს შორის არიან ახალგაზრდებიც.