ჭკვიანი მოწყობილობა კარდიოპაციენტებისთვის

ჭკვიანი მოწყობილობა გულში. გზა კარდიოპაციენტის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. სახელმწიფო პროგრამის საშუალებით, გულის დაავადებების მქონე პაციენტებს, კარდიოლოგის განაცხადის საფუძველზე, კარდიო ვერტერ-დეფიბრილატორები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ოპერაციისა და აპარატის ხარჯების ოდენობა კი, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარების სტატუსზეა დამოკიდებული. გულის დაავადებით, უეცარი სიკვდილით მსოფლიოს მასშტაბით ყოველ ოთხ წამში ერთი ადამიანი იღუპება, სპეციალისტების შეფასებით, თუკი ამ სტატისტიკას საქართველოზე გადმოვიტანთ, უეცარი კარდიოსიკვდილით ყოველდღე 10-12 ადამიანი იღუპება. რა დიაგნოზის შემთხვევაში ესაჭიროება მსგავსი აპარატი პაციენტს? როგორ ფუნქციონირებს მოწყობილობა და რამდენად  რთულია ოპერაცია?! „ახალი კვირის“ გადამღები ჯგუფი გულის ოპერაციას დაესწრო და დეტალებს საოპერაციო ბლოკიდან,  9 საათზე მოგიყვებით.

ახალი კვირა