სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობაზეა საუბარი. ომბუდსმენის განმარტებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სხვადასხვა ფორმით, სიმწვავით და მასშტაბებით ვლინდება. მათ შორის საუბარია ტრანკვილიზატორების არამიზნობრივ გამოყენებაზე, გადაადგილების შეზღუდვაზე და პირადი ნივთების ჩამორთმევაზე.