თავდაცვის პოლიტიკა და კრიზისების მართვის საკითხები მთავარი თემები იყო ლევან იზორიასა და პედრო სერანოს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, საქართველოს პირველი ვიზიტით სტუმრობს.
პედრო სერანომ ქართველი სამხედროებისთვის დღესვე ლექცია თავდაცვის ძალების არმიჰოლში წაიკითხა.