თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში

18:20, 20.03.2019

თავდაცვის პოლიტიკა და კრიზისების მართვის საკითხები მთავარი თემები იყო ლევან იზორიასა და პედრო სერანოს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის  მოადგილე, საქართველოს პირველი ვიზიტით სტუმრობს.

პედრო სერანომ ქართველი სამხედროებისთვის დღესვე ლექცია თავდაცვის ძალების არმიჰოლში წაიკითხა.

მსგავსი