თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დღეს საგამოძიებო უწყებაში საქმის მასალებს გაეცნობა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მას აქვს უფლება გამოითხოვოს მასალები, ასევე გაეცნოს რამდენად კვალიფიციურად და ოპერატიულად მიმდინარეობდა დაკარგული გოგონას ძებნა. მოთხოვნა შეეხება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსაც. დაზარალებული მხარის წარმომადგენლები, თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ. უფლებადამცველი იმ ვერსიასაც უშვებს, რომ შესაძლოა, ადგილზე მეორე მეორე ავტომანქანაც იმყოფებოდა, ასევე განიხილება ვერსია, რომ შესაძლოა გოგონა მოკლეს და შემდეგ ცხედარი მანქანაში ჩააწვინეს.  23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღიძრა, მოგვიანებით საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.