დაკავება მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეზე

გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სწორედ მისგან მიიღო ბაჩალიაშვილის საქმეზე ე.წ. სატელიტის ფოტოები, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ყალბია. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე ფურცხვანიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე იშუამდგომლებს, რადგან პროკურატურის განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას გეგმავს.

გიორგი კობერიძე დეტალებით.