თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ოჯახის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ. მათი თქმით, საქმის ე.წ. ოქროს მოწმეზე საგამოძიებო უწყების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. მიხეილ რამიშვილის თქმით, მოწმემ მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახს პირადად განუცხადა. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყებამ მოწმეზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნულ პირს და გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს შორის მიმოწერის სქრინი გაავრცელა.

საკითხზე განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, სადაც საუბარია, რომ მოწმეს, რომელზეც მიხეილ რამიშვილი საუბრობს, ფსიქიკური პრობლემები აქვს, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ის სისტემატურად ახორციელებს კომუნიკაციას ბაჩალიაშვილის დედასთან და ოჯახის ადვოკატთან და აწვდის მცდარ ინფორმაციას, თითქის ის ფლობს ინოფორმაციას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პროკურატურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე.