ბაჩალიაშვილის საქმე

ადვოკატთა ასოციაცია, მიხეილ რამიშვილი და დამოუკიდებელი უფლებადამცველები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ. ისინი საკასაციო წესით იმ განჩინების გასაჩივრებას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. გარდა ამისა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებული იყო მისი მობილური ტელეფონი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. უფლებადამცველები ამ განჩინების გასაჩივრებასაც გეგმავენ. მათი თქმით, დაირღვა როგორც საერთაშორისო კონვენციით, ასევე ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ადვოკატი არ არის ვალდებული საკუთარი საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია გასცეს და მით უფრო გამოძიებას მიაწოდოს.

დატოვე კომენტარი