ბაჩალიაშვილის საქმე - გამოკითხვა სასამართლოში

ვინ და რა ფორმით მიაწოდა მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები, რომლებზეც გამოძიება ამბობს, რომ დამონტაჟებულია. ასევე, იცოდა თუ არა ადვოკატმა რომ ეს ფოტოები რეალობას არ შეესაბამებოდა, – ეს ის ძირითადი კითხვები იყო, რაზეც დღეს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს.

გამოძიება მიმდინარეობს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე. ადვოკატმა თქვა, რომ გამომძიებლების კითხვებს უპასუხა, თუმცა გამოძიების ცნობით ადვოკატი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ვერ იხსენებდა. რამიშვილის გამოკითხვამდე საქმის პროკურორებმა კიდევ ერთი ადვოკატი, ეკა ქოგესაშვილი გამოკითხეს, პარალელურად სასამართლოსთან რამიშვილის მხარდასაჭერად მისი კოლეგები მივიდნენ.

გიორგი კობერიძე გვერთვება დეტალებით.

დატოვე კომენტარი