თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი, თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობიან.
გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი საკუთარ ავტომობილში ინიექციით ან მედიკამენტების იძულებით მიღების შედეგად მოკლეს. ამის შესახებ მან პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა. თამაზაშვილი აცხადებს, რომ მას პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მასალებთან და ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს.