ტაეკვონდოს ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ღია პირველობა გაიმართა
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ღია პირველობა გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს როგორც ახალგაზრდა, ასევე პროფესიონალმა სპორტსმენებმა.
200-მდე სპორტსმენი ერთმანეთს საუკეთესოს ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრა. ტურნირის გამარჯვებულები საქართველოს ტაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების კანდიდატები გახდებიან.
ტურნირი ორ ეტაპად გრძელდება. დასკვნითი ფინალური ორთაბრძოლები დღეს დიღომში მდებარე ოლიმპიურ დარბაზში გაიმართება.