„ივიკოს თასის“ გათამაშება

15:29, 29.05.2022

„ბენდელას“ სტადიონზე დასრულდა „ივიკოს თასის” გათამაშება, რომელიც ბოლო წლებში ტრადიციული გახდა – ტურნირი „ოლიმპის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელის, ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი ივიკო ჭელიძის ხსოვნას მიეძღვნა. გათამაშების ორგანიზატორი თბილისის ფეხბურთის ფედერაციაა, ხოლო მხარდამჭერი – თბილისის მერია. წლევანდელ ტურნირზე მთავარი პრიზისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 გუნდი იბრძოდა. საბოლოოდ, ფინალში „გლდანი“ და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის გუნდები გავიდნენ, სადაც ივიკოს თასი და გამარჯვება „დინამო თბილისმა“ მოიპოვა.

მსგავსი