ხელბურთის ფედერაციამ ორი ტურნირის მასპინძლობის უფლება მიიღო

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ორი დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება მიიღო.

2022 წელს ჩვენს ქვეყანაში გაიმართება 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს – 17 წლამდელ გოგონათა ევროპის პირველობა. ტურნირები თბილისსა და ბათუმში ჩატარდება.

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში უკვე სამჯერ გაიმართა.