უშუს ფედერაციის გადაწყვეტილება

უკრაინელ ბავშვებს საშუალება ექნებათ საქართველოში უფასოდ ივარჯიშონ – ეს გადაწყვეტილება საქართველოს უშუს ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო და ამის შესახებ მიმდინარე ტურნირზე გახდა ცნობილი. ტურნირი ახალი თბილისის სპორტულ კომპლექსში მდებარე ტანვარჯიშის არენაზე ჩატარდა. ორგანიზატორი საქართველოს უშუს ფედერაცია იყო, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. შეჯიბრებაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც რუსული აგრესიის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. უშუს ფედერაციამ გამოთქვა სურვილი, ხელი შეუწყოს უკრაინელი ბავშვების სოციალიზაციას საქართველოში – უკრაინელ ბავშვებს გადაეცათ დიპლომები და ისინი სპორტულ ჯგუფებში უფასოდ ივარჯიშებენ.