სვანეთში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა - დისკუსიის თემა “კავკასიურ სახლში”
“კავკასიურ სახლში” დისკუსია გაიმართა, რომელსაც სვანეთის მოსახლეობა, გარემოს დამცველები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. დისკუსიის მთავარი თემა, სვანეთში ჰიდროელექტროსადგურების, კერძოდ “მესტიაჭალაჰესის“ და “ნენსკრა ჰესის” მშენებლობა იყო.
ადგილობრივი მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს და აქციებს მართავს. ისინი ფიქრობენ, რომ პროექტი საფრთხის შემცველია. მოსახლეობას, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეხვედრა ერთხელ უკვე შედგა. იყო შეთანხმება, რომ 24 მარტს ფართომასშტაბიანი განხილვა უნდა გამართულიყო, თუმცა, სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრის დავით გულბანის განცხადებით, შეხვედრაზე არც ერთი მხარე არ მივიდა. ამიტომ ისინი უკვე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. გიორგი კვირიკაშვილს ადგილობრივი მოსახლეობა წერილობით მიმართავს.