„მალაკნების ორსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში“

„მალაკნების ორსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში“ – ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერა „კავკასიურ სახლში“ გაიმართა. დოკუმენტური კინოპროექტი „ინტერნეტდღიურის“ ფარგლებში მომზადდა. ფილმზე მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევის მაგისტრმა, სალომე სამხარაძემ ორი თვის განმავლობაში იმუშავა. მსურველებს ნამუშევრის ნახვა „კავკასიური სახლის“ იუთუბარხზე შეეძლებათ.