„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი განცხადება

„სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ და „კავკასიური სახლის“ წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ მოძრაობა „რიონის  ხეობის მცველებს“ და მოსახლეობას 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

„კავკასიური სახლის“ წარმომადგენლების განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში კვალიფიციური მეცნიერების მიერ არ შემუშავდება ეკონომიკური განვითარების კონცეფცია, ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.