გიორგი გახარიას პასუხი მეუფე იაკობის განცხადებაზე

მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს – ასეთი იყო პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება და პასუხი, მეუფე იაკობის დღევანდელ განცხადებაზე.

ეპისკოპოსმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება იგეგმებოდა. ეს კი ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში მოხდა, რასაც, მისივე თქმით, უკვე ახლანდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

სასულიერო პირის განცხადებებზე საპატრიარქოს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა არც მთავრობის ყოფილმა მეთაურმა.