ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.