დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ პირს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა.

ბრალდებული აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა. დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.