დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნისა და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით, თანხის შეგროვებასა და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.