სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში

ბოლო ორ წელში 2 000-მდე ბავშვი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ ორწლიანი მუშაობა შეაჯამა. ანგარიშის მიხედვით ბოლო პერიოდში მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია როგორც მსხვერპლთა ცხელ ხაზზე, ასევე პედაგოგების და სხვადასხვა უწყების მხრიდან. სააგენტო მთავარ ამოცანად ბავშვთა დიდი თავშესაფრების და დაწესებულებების დახურვას და მათი ალტერნატიული მექანიზმებით ჩანაცვლებას მიიჩნევს. მათ შორისაა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბავშვთა დიდი სახლების დახურვის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.