რეგულაციები შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის

21:38, 04.03.2024

ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმ კანონპროექტიდან, რომელიც შინაურ ცხოველებს ეხება.

შესაძლოა შეიზღუდოს იმ პირთა კატეგორიები, რომლებსაც ძაღლების ყოლის უფლება ექნებათ. მომეტებული საფრთხის მქონე ძაღლების პატრონობა ძალადობაზე ნასამართლევ და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს აეკრძალებათ. ძაღლების გარკვეულ ჯიშებზე სავალდებულო გახდება წვრთნების გავლა. ასევე ძაღლის შეძენის ყველა მსურველს სპეციალური კურსების გავლა მოუწევს. რეგულირების ქვეშ მოექცევა კინოლოგების საქმიანობაც. საკომიტეტო განხილვას ოპოზიციასთან ერთად ცხოველთა უფლებადამცველებიც ესწრებოდნენ. წინა მოსმენისგან გასხვავებით, დღევანდელმა შეხვედრამ შედარებით კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა.

მსგავსი