აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოზეცაა საუბარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანაში ფუნქციონირებს სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი ექვსი მობილური ჯგუფი.