გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობა გაიმართა. რიყის პარკში, ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით, მოსწავლეებისთვის ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: სურსათის უვნებლობა – მითები და ფაქტები. წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის გზავნილია ,,შეხვდი მზად სურსათის საფრთხეებს”.