სამუშაო შეხვედრები რეგიონებში

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ის სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. სააგენტოს უფროსმა ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა დასაძლევად, მისივე თქმით, მჭიდრო თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი.