თაკარა ღია სცენა – სუხიშვილების საზაფხულო პროექტი გრძელდება.
წლევანდელი საკონცერტო პროგრამა განახლებულია. კონცერტები ხვალიდან დაიწყება. ნაფეტვრებში დამონტაჟებულ სცენაზე მაყურებელი ქორეოგრაფიული დადგმების ახალ ვერსიებს და მუსიკალურ ნომრებს იხილავს. რამდენიმე ცეკვა პირველად იქნება წარმოდგენილი.