პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება მოხდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა. საუბარია 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კილოვატის ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას.