თხილის სუბსიდირების პროგრამა

მომავალი კვირიდან საქართველოს მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამას იწყებს. სხვა წლებთან შედარებით, სამეგრელოში წელს თხილის მოსავალი საგრძნობლად შემცირდა, გაუარესდა მოსავლის ხარისხიანობა. მებაღეები არსებულ ვითარებას სასუქებსა და შხამქიმიკატებზე გაზრდილ ფასსა და ცუდ ბუნებრივ პირობებს უკავშირებენ.

რამდენად წაადგებათ სამეგრელოში მეთხილეებს სუბსიდია, გადაჭრის თუ არა სრულად მათ პრობლემებს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა და რა შემხვედრი წინადადებები აქვთ თავად მებაღეებს.