მთავრობის სხდომა

ქართული ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე სახელმწიფო კომისია იმუშავებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქმნება. განცხადება ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, თბილისში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს. საქართველოს პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა.

მოამბე