დახმარება თხილის მწარმოებელთა ასოციაციას

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას დამატებით 200 ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატი გადასცა.

აპარატებით ასოციაციის წევრი თხილის მწარმოებელი ფერმერები ისარგებლებენ. ტექნიკა ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 30 ათასზე მეტ ფერმერს აერთიანებს.