„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ქუთაისში

ქუთაისის მერიის შენობის წინ, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებენ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მოსახლეობა მიტოვებულია და ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. შუშანია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას მიმართავს წერილით, სადაც ითხოვს პასუხს, თუ მოქმედების რა გეგმა აქვს ხელისუფლებას.